ჩვენს შესახებ

RealGaz გაზის გაყიდვის მიმართულებით 15 წელია მუშაობს აზერბაიჯანულ ბაზარზე. კომპანია დაკავებულია საწარმოო, ტექნიკური, სამედიცინო და სპეციალიზირებული გაზების გაყიდვით და მომსახურებით, აგრეთვე სხვადასხვა გაზის შენაერთებით. კომპანიას გააჩნია საკუთარი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ყველა გაზის ანალიზი, რომელიც იწარმოება ჩვენს ქარხანაში და გვაქვს გაყიდვისთვის. წარმოების უფრო დიდი წარმადობისთვის და გაყიდვების ინტეგრირებული ქსელისთვის RealGaz ცდილობს აწარმოოს ნედლეულის სწრაფი მიწოდება აზერბაიჯანის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილში. მოგახსენებთ, რომ ერთ ერთი ჩვენი ოფისი მდებარეოს საქრთველოში, ქ. თბილისში. ჩვენი კომპანია საწარმოო გაზებით ამარაგებს კომპანიებს, რომლებიც საქართველოში დაკავებული არიან ნავთობსადენების, გაზსადენების და მშენებლობის სექტორში.


საწარმოო გაზი არის ჯგუფი გაზების, რომლებიც ფართოდ გამოიყენება წარმოების ფართო სპაქტრში, მოიცავს ისეთ მიმართულებებს როგორიცაა: ნავთობის და გაზის, ნავთობ ქიმიური, ქიმიური, ენერგეტიკული, სამთო მოპოვების, მეტალურგიული და გარემოს დაცვის სფეროებს. მათი წარმოება არის ფართო ქიმიური წარმოების ნაწილი (სადაც საწარმოო გაზები განიხილება როგორც, სპეციალიზირებული ქიმიური ნივთიერებები“) ძირითადი გაზები არის აზოტი, ჟანგბადი, ნახშირორჟანგი, არგონი, წყალბადი, ჰელიუმი და აცეტილენი, თუმცა გაზის ცილინდრებში აგრეთვე გვხვდება სხვა გაზების და მინარევების დიდი ნაირსახეობა.


ასეთი გაზების წარმოება ცნობილია როგორც საწარმოო გაზების წარმოება, რომლებიც აგრეთვე მოიცავს სხვადასხვა მოწყობილობების მიწოდებას, წარმოების და გამოყენების ტექნოლოგიებს. RealGaz -ს აქვს მიღებული სპეციალური ნებართვა საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან ცილინდრების ჰიდრო ტესტირებებზე. კომპანია იღებს შეკვეთებს ჟანგბადის, აზოტის და არგონის ცილინდრების ჰიდრო ტესტირებებზე, შესაბამისი უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემით.


RealGaz-მა თავის სამუშაოებში დანერგა საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც თავისთავად უზრუნველყოფს კორპორატიული კლიენტებისთვის პროდუქციის და მომსახურების საუკეთესო ხარისხს. კომპანიები ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ირჩევენ RealGaz-ს, როგორც საწარმოო გაზების მომწოდებლად.


07.12.2005 წელს კომპანია RealGaz -ს მიენიჭა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სერტიფიკატი (ISO) 9001:2000. RealGaz -ი დაჯილდოვდა OHSAS 18001 სერტიფიკატით. სერტიფიკატი იძლევა ნებართვას გაზის წარმოებაზე, საწარმოო გაზების და გაზის მომსახურების მოწყობილობების გაყიდვებზე.


ჩვენი კლიენტებისთვის მართვის და მომსახურების შიდა სისტემის სამომავლო სრულყოფისათვის RealGaz -მა გადაწყვიტა მენეჯმენტის ისეთი სისტემის შემოღება, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და დანერგა IMS, ISO 9001:2008, ISO 14001:2004 და OHSAS 18001:2007 სტანდარტების შესაბამისად. საბოლოოდ კომპანიას მიენიჭა სერტიფიკატები სწორედ ამ სტანდარტების შესაბამისად.


2006 წლის 22 მაისს 95 ქვეყნის სავაჭრო კლუბის 7000 წევრს შორის ჩატარდა გამოკითხვა, შედეგად აღიარების და საქმიანი სრულყოფის ნიშნად ჩვენ კომპანიას მიენიჭა საერთაშორისო საუკეთოსო სავაჭრო ნიშნის ჯილდო (ახალი ათასწლეულის ჯილდო). 2007 წელს RealGaz-ი დაჯილდოვდა BP Enterprise Center-ის მიერ ნომინაციით ,,ჯილდო საუკეთესო ბიზნესის წარმოებისთვის“. იურიდიული პირის სახით, კორპორატიული მიღწევების, ხარისხის აღიარების, პროდუქციის და მომსახურების სრულყოფის საუკეთესო მიღწევების გამო, რომელსაც კომპანია წარმოადგენდა RealGaz-მა 2008 წლის 20 დეკემბერს, შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში მიიღო ,,ხარისხის და სრულყოფის ხუთი კონტინენტის ჯილდო“. 2014 წელს ВР-ის მიერ ჩატარებულ ფორუმზე, რომელიც მოაწყო გაზის და ნავთობის კასპიის საერთაშორისო გამოფენამ ,,შეხვედრა მომხმარებელთან 2014“ RealGaz-ი ВР-ის მიერ დაჯილდოვდა, როგორც კომპანია ,,საუკეთესო მოღვაწე HSE სფეროში“.


დიდი სიამაყით გამცნობთ, რომ სავაჭრო ნიშანი 22.06. ,,RealGaz“ დარეგისტრირდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და პატენტის კომიტეტის მიერ.

Our Services

user-image

გაზის ცილინდრების სადგარები

ჩვენ გაგავაჩნია კოლეკტორის და კოლექტორის გარეშე სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვების სპეციალიზირებული გაზის ცილინდრების სადგარები: 12, 16, 48 ან 64 ცილინდრიანი, 150, 200 და 300 ატმოსფერული წნევით, 40 და 50 ლ. მოცულობით. ყველა სადგარები დამზადებულია ჩვენს წარმოებაში, გათვლილია ჩვენი კომპანიისთვის და შეესაბამება DNV 2.7.1 სტანდარტს. სადგარები წელიწადში ერთხელ ექვემდებარება სერტიფიცირებას. გავაქვს სადგარები ჟანგბადის, არგონის, არგონის მინარევების, აზოტის, ნახშირორჟანგის, პროპანის, აცეტილენის და ჰელიუმის ცილინდრებისთვის. სადგარები არის როგორც, გასაყიდად აგრეთვე, დასაქირავებლად.

user-image

ოპერაციები გაზის ცილინდრებზე

ჩვენ კომპანიას საგანგებო სიტუაციების სამინისტროსგან მიღებული აქვს ნებართვა გაზის ცილინდრების ჰიდროტესტზე, რაც იძლევა მათი გამოყენების გარანტიას 5 წლის განმავლობაში. ამ ტესტის შედეგებზე დაყრდნობით ჩვენ ვუზრუნველყოფთ სათანადო სერტიფიკატს ყველა ჩვენს ცილინდრსა და ჩვენს მომხმარებელთა ცილინდრებზე. ჩვენ ასევე ვახორციელებთ ცილინდრების ღებვას გაზის ტიპების კოდირებით, დაზიანებული სარქველების გამოცვლას, აღდგენას და შეკეთებას. ჩვენ მომხმარებელს ვაწვდით გაზებს მხოლოდ ტესტირებული ცილინდრებით და შესაბამისი სერთიფიკატებით, როგორც ცილინდრებზე, ასევე გაზზე.

user-image

ტრანსპორტირება

კომპანიას გააჩნია ლიცენზია საშიში ტვირთების გადაზიდვაზე და ვუზრუნველყოფთ გაზის ბალონების მიწოდებას ადგილზე, კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად. ამ მიზნით, გამოიყენება სპეციალურად მოწყობილი სატრანსპორტო საშუალებები ადგილობრივი ხელისუფლებისა და მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები LIN, LXX და LAR- ის 14 მ 3-ის მოცულობით მიწოდებისთვის.

user-image

გამოყენებული ცილინდრების უტილიზაცია

ჩვენ ვუზრუნველყოფთ ნებისმიერი ტიპის გამოყენებული გაზის ცილინდრების ამოღებას საწარმოებიდან და მათ უტილიზაციას. ვიღებთ შეკვეთებს გაზის, ცეცხლმაქრი, გამაციებელი და სხვა ტიპის ცილინდრების უტილიზაციაზე. ცილინდრებს ეხსნება სარქველები, სუფთავდება შიგთავსში დარჩენილი გაზისგან და ზიანდება ისე, რომ ასეთი სახით შემდგომში გამოყენება ვერ შეძლოს ვერავინ. უტილიზირებული ცილინდრები ან უბრუნდება დამკვეთს, ან ბარდება ჯართში.

საქმიანობის სფერო

მომსახურების სფერო, რომელსაც გთავაზობთ RealGaz:

  • გაზის მიწოდება

    ობიექტების შემდეგი სახეობის ტექნიკური გაზებით მომარაგება: არგონი/თხევადი არგონი (Ar) / არგონის ნარევი სხვა გაზებთან, ნახშირორჟანგი / თხევადი ნახშირორჟანგი (CO2), აზოტი / თხევადი აზოტი (N2), ჟანგბადი/თხევადი ჟანგბადი (O2), ჰელიუმი (He), შეკუმშული ჰაერი, წყალბადი(Н2), პროპანი (С3Н8), აცეტილენი (С2Н2), კალიბრირებული გაზები და სხვ.

  • წარმოების პროცესი:

    პირველად საქართველოში, მაღალი წნევის (200 და 300 ბარი) ფოლადის უნაკერო ცილინდრების წარმოება. დამატებითი ინფორმაციისთვის: Vitkovice Cylinders

    გაზის ცილინდრების გალიების პროექტირება, დამზადება და მიწოდება

    მონობლოკების პროექტირება, მონტაჟი, ტესტირება და ექსპლუატაციაში დანერგვა

  • გაზის ცილინდრების გაყიდვა და მიწოდება

    * სხვადასხვა მოცულობები: 10-დან 50 ლიტრამდე
    * მუშა წნევები: 150 ატმოსფერო, 200 ატმ, 230 ატმ, 300 ატმ.

  • ცილინდრებთან დაკავშირებული ოპერაციები

    * დათვალიერება
    * ჰიდროგამოცდა
    * აღდგენა
    * რემონტი
    * შეღებვა
    * სერტიფიცირება

  • სხვა მომსახურება

    * სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირება
    * ჩამოწერილი ცილინდრების უტილიზაცია
    * ჩამოწერილი ცილინდრების უტილიზაცია
    * გამაციებელი ნივთიერებების მიწოდება

  • გაზის აქსესუარების გაყიდვა

    * გაზის რეგულატორები
    * მილები
    * დამხმარე ხელსაწყოები
    * კლაპნები
    * შედუღების აგრეგატები: მჭრელები, გამაცხელებლები, ინჟექტორები და ა. შ.

©2020